სიახლე 

ფოთში ახალი ნავმისადგომი შენდება 19 03 21

მოცულობის ტვირთების ათვისების მიზნით შემუშავდა პროექტი, რომელიც ღრმაწყლოვანი ნავმისადგომის მოწყობას ითვალისწინებს. „პეის ჯგუფი“ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ახორციელებს. ახალი საზღვაო ტერმინალი , გემთმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტი ზღვის ფსკერის გაღრმავებას და 3 ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს.პეის ჯორჯიას ახალი ტერმინალი დიდი წყალწყვის გემების მიღებას შეძლებს, პროექტი ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის მიერ, 50 მილიონი დოლარით დაფინანსდა,დანარჩენ თანხა ,,პეის ჯგუფმა” გაიღო. „პეის” ტერმინალის დირექტორმა დავით ნადირაშვილის განაცხადა: ფოთში 2020 წლის ბოლოს, ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი გვექნება.ახალი საზღვაო ტერმინალის მოწყობისა და აკვატორიის სიღრმის გაზრდის შედეგად, ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს, თითქმის 2 ჯერ გაძლიერდება ტვირთბრუნვა და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები,რაც თავისთავად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.აღსანიშნავია, რომ კომპანიათა ჯგუფი PACE 1993 წლიდან არის ბაზარზე და ტვირთების გადაზიდვაში სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ის მომხმარებლებს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას სთავაზობს.

მსგავსი სტატიები