სიახლე 

ფოთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება 22 03 21

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მასშტაბური, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.
დასრულებული პარკი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ბილიკები მოეწყო. იცვლება განათების სისტემა,შენდება სასცენო ნაგებობა.
არსებულ შადრევანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და დამატებით პარკს კიდევ ახალი შადრევანი შეემატება.
ამჟამად მიმდინარეობს საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი. პარკის მთლიან ტერიტორიაზე დეკორატიული მცენარეების დარგვაა დაგეგმილი.
უკვე რეაბილიტირებულ პარკში ფოთელებს ახალი საბავშვო სათამაშო მოედანი და განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ.

მსგავსი სტატიები