სიახლე 

ფოთში COVID-19 -ს 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 03 21

დღეს საქართველოში კოვიდ -19-ის 170 შემთხვევა გამოვლინდა.
22 მარტს საქართველოში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებს ელოდებიან. ეს უკვე მეორე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში შემოვა. უკვე მიმდინარეობს აცრის პროცესი AstraZeneca-ს ვაქცინით.
მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ვაქცინით მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ალერგიული რეაქციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს. აშშ-ში ამ ვაქცინით ანაფილაქსიური შოკის მაჩვენებელი ამ დროისთვის არის 2,5 შემთხვევა 1 მილიონ აცრილზე.
ისრაელის მიერ შეგროვებული და დამუშავებული მონაცემების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინამ 94%-ით შეამცირა კორონავირუსის სიმპტომური შემთხვევების რაოდენობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
Pfizer-ის შემდეგ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინების მეორე პარტიას ელოდებიან. ამჟამად საქართველოში აცრა უტარდება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო და , ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(4), სენამედის(12),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(2)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.

მსგავსი სტატიები