ფოთში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 23.03.21
დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 528 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 1,82 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2,53 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 1,61 პროცენტი.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთებს.
ჯანდაცვის მინისტრი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
რამდენიმე დღის წინ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრებოდა.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(14), სენამედის(12),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(22)და ზუგდიდის(9) ჰოსპიტალებში გადიან.
23 მარტის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19-ის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.