სიახლე 

ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეები 4000 ლარით დაფინანსდებიან 23 03 21

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 მოქალაქეს 4000-4000 ლარით დააფინანსებენ. გრანტების მიღება ემიგრანტებს იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი საზღვარგარეთ 12 თვეზე დიდ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნდნენ. გრანტის მისაღებად ბიზნესპროექტის წარდგენაა საჭირო, რომელსაც საგანგებოდ შექმნილი კომისია განიხილავს. მოწონების შემთხვევაში, 200-მდე ბენეფიციარს, სახელმწიფო 4000-ლარიანი გრანტებით დააფინანსებს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დევნილთა სამსახურის ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით, რომელსაც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს, ყოველწლიურად საშუალოდ 150 ბენეფიციარი სარგებლობს.წელს ჯამში, 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდება.

მსგავსი სტატიები