სიახლე 

ფოთში კორონავირუსის შემთხვევა არ ფიქსირდება 24 03 21

დღეს საქართველოში კოვიდ19-ის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის 50-მდე შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევებს, გამყრელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე ნიმუშზე მიმდინარეობს კვლევა. მისივე თქმით, რეინფიცირების დადასტურებულ შემთხვევას კიდევ რამდენიმე ერთეული დაემატება.
ვაქცინაციის პროგრამა უკვე იხსნება, როგორც სამედიცინო პერსონალისთვის, ასევე 65 წლის ზემოთ ასაკის ნებისმიერი მოქალაქისთვის. როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადებში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა არჩევანი გააკეთოს „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
წინასწარი ინფორმაციით ,,ფაიზერის” ვაქცინა საქართველოში 22 მარტს უნდა შემოსულიყო.
შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს „იმედის დილაში“ განაცხადა.-ესაა ამ ეტაპზე, გურია, იმერეთი და თბილისი, სადაც ყველაზე მეტია მობილობა. შეზღუდვებს არ გამოვრიცხავ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
დღეს საქართველოში გამოვლენილი 450 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში – 26 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის ( 28),სენაკის ლაზიკა მედის(15), სენამედის(12),აბაშის ევექსის(6) კლინიკებში , ფოთისა(18)და ზუგდიდის(8) ჰოსპიტალებში გადიან.
24 მარტის მონაცემებით, ფოთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.

მსგავსი სტატიები