სიახლე 

,,კურსორის”სტუმარია დავით კოდუა. 23.03.21

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის 1-ლი ლიგის ტურნირი გრძელდება. ჩემპიონატის მე-3 და მე-4 ტურები წარმატებული გამოდგადიანა ლომაისთვის. ის მე-3 ტურში დაუზავდა საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძეს, ხოლო მე-4 ტურში მან საერთაშორისო ოსტატი სოფიო ნიკოლაძე დაამარცხა. მე-4 ტურის შემდეგ 3,5 ქულით დიანა სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ელენე წოწონავა კი მე-3 ტურში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დამარცხდა საერთაშორისო დიდოსტატ სოფიო გვეტაძესთან და ჯერჯერობით 2 ქულა აქვს.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება . 1-3 ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავსირებით, ,,კურსორის” სტუმარია ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა”-ს დირექტორი დავით კოდუა

მსგავსი სტატიები