სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 03 21

24 მარტიდან 26 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. 24-25 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ფოთში ხუთშაბათს 25 მარტს,დღისით +7 ხოლო ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში, დროგამოშვებით იწვიმებს.
პარასკევს 26 მარტს,დღისით +8 ,ხოლო ღამით +7 გრადუსი გველოდება.ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
დღეს ამით გემშვიდობებით,მომავალ შეხვედრამდე, ბედნიერ დღეებს გისურვებთ.

მსგავსი სტატიები