სიახლე 

დღეიდან ტაქსებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა 24 03 21

2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების საფუძველზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა.
შეზღუდვები შეეხო ტაქსებსაც და 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა აეკრძალათ.
დღევანდელი კოვიდ-ვითარებიდან გამომდინარე,საქართველოს მთავრობამ,ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქებაზე.
დღეს ტაქსებზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, მათ 2 ზე მეტი პირის გადაყვანის საშუალება ექნებათ,მხოლოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული რეგულაციების სრული დაცვით,როგორიცაა მაგალითად : პირბადის ტარება.
ჩვენი გადამღები ჯგუფი,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთელ ტაქსის მძღოლებს გაესაუბრა, როგორც ისინი აცხადებენ : რეგულაციების შემსუბუქება ძალიან სასიხარულოა.
აღსანიშნავია,რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ტრანსპორტზე ყველა სახის შეზღუდვა გარდა კანონით გათვალისწინებული რეგულაციებისა მოხსნილია.

მსგავსი სტატიები