სიახლე 

ფოთს საფრანგეთის ელჩი ეწვია 24.03.21

ფოთს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი სტუმრობდა.
შეხვედრაზე, ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მხრივ ალექსანდრე დიუმასა და ნიკო ნიკოლაძის როლზე ისაუბრეს,
ამასთან ერთად ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის, ფოთის და საფრანგეთის ერთ-ერთი ქალაქის დამეგობრების სურვილი გამოითქვა .
ელჩს ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს და ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრეს.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, ფოთში ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მე-5 საჯარო სკოლა მოინახულა.
აღსანიშნავია,რომ საფრანგეთის ელჩმა მომავალში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

მსგავსი სტატიები