სიახლე 

ვადაგასული სურსათის განთავსებაზე კონტროლი მკაცრდება 24 03 21

ვადაგასული სურსათისა და ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და ინიცირებისთვის სხდომაზე წარადგინა.
ცვლილებების მიხედვით, ვადაგასული სურსათის,ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსებაზე , მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორი 200 ლარით სხვები კი -500 ლარით დაჯარიმდება.
ასევე ვადაგასული საკვების ბაზარზე განთავსების გამეორების შემთხვევაში ბიზნესოპერატორი 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ჩვენ ფოთში მდებარე ზოო მაღაზიას ვესტუმრეთ და იქ არსებულ მდგომარეობას გავეცანით და ვეტერინარს ნათია პატარაიას ვესაუბრეთ,რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს მიესალმება.
ჩვენ ვეცადეთ შესაბამისი სამსახურებიდან კომენტარის მოპოვებას , თუმცა მათ კომენტარზე უარი განაცხადეს. როგორი სიტუაცია იქნება სურსათის უვნებლობის კუთხით,ჩვენს ქალაქში ,ამას ჩვენი სიუჟეტებიდან შეიტყობთ.

მსგავსი სტატიები