სიახლე 

ფოთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს მომავალში განახლდება 25 03 21

ფოთში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, შეფერხება დაფიქსირდა, კონკრეტულად თავდადებულისა და აღმაშენებლის კვეთაზე და ბერდიანსკის ქუჩის სრულ მონაკვეთზე.
გადათხრილი გზები, რომელთა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპისთვის შეჩერებულია, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამას ემატება,ახლად მოასფალტებულ გზაზე ამოყრილი საკანალიზაციო მიწაყრილები,რომელმაც შესაძლოა მძღოლებს, გადაადგილებისას საფრთხე შეუქმნას.
აღნიშნული საკითხის გასარკვევად, ჩვენ ქალაქ ფოთის ,მუნიციპალიტეტის ,ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის მშენებლობის, ინსპექტირების, განყოფილების უფროსს, იაგო რომანაშვილს დავუკავშირდით.
როგორც მან ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა; სამუშაოები ამ ეტაპისთვის უამინდობის გამოა შეჩერებული და უახლოეს მომავალში დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ ბერდიანსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კომპანია ,,შ.პ.ს ბილტმორი”, ხოლო თავდადებულის ქუჩაზე, კომპანია ,,შ.პ.ს პალადა” აწარმოებენ.

მსგავსი სტატიები