EURO 2023 – ის ახალგაზრდულ მატჩებს,ფეხბურთში საქართველო უმასპინძლებს 25 03 21
უეფას-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა.გადაწყვეტილების თანახმად, 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება.
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ,აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.
16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება, თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა ფინალურ ეტაპზე, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს,ხოლო ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი მასშტაბის ტურნირი , საქართველოში, აქამდე არ ჩატარებულა. შეგახსენებთ, რომ ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება,მათ შორის : ბათუმში, ფოთსა და თბილისში.

