ამინდის პროგნოზი ფოთში 26 03 21
26-27 მარტს საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი,შენარჩუნდება. მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 27 მარტს ზოგან იქროლებს ძლიერი ქარი. 28 მარტს ნალექი მხოლოდ ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი. ტემპერატურა +8, +13 გრადუსამდე მოიმატებს. 29-31 მარტს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +12, +17 გრადუსამდე დათბება. ფოთში 27 მარტს ,ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9,ხოლო ღამით +5 +7.დღის პირველ ნახევარში იწვიმებს.29 მარტს +11 +13,ხოლო ღამით +3 +5 უნალექო დღე გველოდება.