ფოთში კორონა ვირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 26 03 21
საქართველოში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 307 პაციენტი.აღნიშნული ინფორმაცია stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, 279 446 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, კოვიდ19-სგან უკვე 271 585 პირი გამოჯანმრთელდა.8490 პირიდან Pfizer-ით აცრის სურვილი 6000-მა ადამიანმა გამოთქვა.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის Pfizer-ით აცრის სურვილი 6000-მა ადამიანმა გამოთქვა.უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4281 პირია აცრილი. შესაბამისად, გასული ერთი დღის განმავლობაში 129 ადამიანი აიცრა.ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება, რადგან ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში ამის არც საფუძველი და არც ფუფუნება არ არის. “კომენდანტის საათის გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.დიახ, დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 419 ახალი შემთხვევიდან: სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18 შემთხვევა დაფიქსირდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს,პაციენტები, რუხის -30 , აბაშის-7, სენაკის ლაზიკა მედის-15, ფოთისა -23 და ზუგდიდის-28 კლინიკებში გადიან. 26 მარტს ფოთში არსებულ მდგომარეობაზე და კვირის შეჯამებაზე უფრო ვრცლად ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ,საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.