ფოთის, ფიზიკა-მათემატიკის სკოლამ,ქვეყნის მასშტაბით მე-3 ადგილი მოიპოვა 26 03 21
ფოთში არსებულმა ფიზიკა-მათემატიკის სკოლამ, „დემოკრატიის ლაბორატორიის“ მიერ განხორციელებულ პროექტში, „მე და კონსტიტუცია“ საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა, აღნიშნული პროექტი,ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე „პლატფორმა ზუმის“ მეშვეობით ხორციელდებოდა.პროექტი ფარგლებში სხვადასხვა სახის პრეზენტაციები ხორციელდებოდა ,რომელიც მიზნად ისახავს, ახლგაზრდებში კონსტიტუციური განათლების ამაღლებას და მათი პრაქტიკულად გამოცდის შესაძლებლობას.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი საქართველოში უკვე მესამე წელია ხორციელდება და კონსტიტუციური განათლების, შესაძლებლობის მხრივ საკმაოდ ეფექტურია. პროექტის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები „მარშალის ყურსასმენებით“ დასაჩუქრდნენ