იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებელს შაბათ-კვირასაც მოემსახურება 26 03 21
იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს- ერთდღიანი სერვისის მიღება მომხმარებელს კვლავ სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეეძლება.თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს შაბათ-კვირას – 10:00-დან 17:00 საათამდე , ხოლო ქუთაისის იუსტიციის სახლი მხოლოდ შაბათს – 10:00-დან 17:00 საათამდე მიიღებს.აღნიშნულ ფილიალებში შაბათ-კვირას, ისევე როგორც პანდემიამდე პრიოდში, შესაძლებელი იქნება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გარკვეული კატეგორიის სერვისების მიღება. იუსტიციის სახლებში სერვისის მიღება კვლავ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი. ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge;-წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდებავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლში ვიზიტისას, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს:ფილიალში მისულ პირს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე. ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.