სიახლე 

ფოთი შესაძლოა კვლავ მწვანე ზონად გამოცხადდეს 29 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას გაიკეთებს, შესაძლოა, გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს.
,,ამ საკითხებზე მუშაობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და, ვფიქრობ, ორშაბათს ან სამშაბათს, მომავალ საკოორდინაციო საბჭოზე ჩვენს რეკომენდაციებს წარვადგენთ და იქნებ, თვითონ ბიზნესიც გამოვიდეს წინადადებებით, როგორ შეიძლება მოტივირება გავუკეთოთ, რადგან რაც მეტი ადამიანი იქნება აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესი მეტად გაიხსნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 171 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (34),სენაკის ლაზიკა მედის(14), სენამედის(12),აბაშის ევექსის(12) კლინიკებში , ფოთისა(38)და ზუგდიდის(5) ჰოსპიტალებში გადიან.
29 მარტის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19- ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები