ფოთის უშუს სკოლამ მუშაობა განაახლა 29.03.21
ფოთის უშუს სკოლამ მუშაობა რეგულაციების სრული დაცვით განაახლა. სკოლას დაარსებიდანვე ვასილ დუნდუა ხელმძღვანელობს,როგორც ის აცხადებს: პანდემიის გამო,მოსწავლეთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, თუმცა სკოლა მზადაა – ახალი ნაკადის მისაღებად.
მოსწავლეთა თქმით, პანდემიამ მათზე უარყოფითად იმოქმედა, რადგან ისინი დარბაზში ვარჯიშს ვერ ახერხებდნენ და მზადება მხოლოდ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა.
მსოფლიოში უშუ-კუნფუს 3 ძირითადი მიმდინარეობაა: . სამკურნალო უშუ, სპორტული საჩვენებელი უშუ და საბრძოლო ხელოვნება. ფოთის სკოლაში სპორტულ-საჩვენებელ უშუს ეუფლებიან.