სიახლე 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა 29.03.21

საქართველოში კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური მხარე , განსაკუთრებულად დაზიანდა, აქედან გამომდინარე, მოიმატა როგორც სურსათის ასევე საწვავის ფასმა, რამაც რიგი პროტესტი და გამოხმაურება გამოიწვია მძღოლების მხრიდან.
გაძვირებულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა ახლო-მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში.
აღნიშნული თემით, ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, ვეცადეთ გაგვერკვია რამდენად გაიზარდა მგზავრობა და შემცირდა თუ არა მგზავრთა ნაკადი.
ჩვენ მძღოლებს და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.
შეგახსენებთ, რომ მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდეა მომატებული ახლო-მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში, ხოლო თბილისი-ფოთის სამარშუტო გზის ფასი ,უცვლელი 20 ლარი რჩება. რაც შეეხება,მგზავრთა ნაკადს,მოთხოვნა გადაადგილებაზე,კვლავ მაღალია.

მსგავსი სტატიები