სიახლე 

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა იგეგმება 29.03.21

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევა იგეგმება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციური პროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირებულია.
„ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც დაკავშირებული იყო იგივე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, უკვე შემუშავებულია.
,,არის ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ გვქონდა ეუთო/ოდირის მხრიდან, რაც არის უაღრესად მისასალმებელი წინ გადადგმული ნაბიჯი. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, რომ დაინიცირებულია უკვე ახალი ინიციატივა, რომ საარჩევნო ბარიერი დაიწიოს 5%-დან 3%-მდე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გადამღები ჯგუფი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაუკავშირდა,მათი უმრავლესობა ინიციატივას არადროულს უწოდებს და ნეგატიურად აფასებს.
შეგახსნებთ,რომ პარლამენტში საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე დაწევის ინიციატივა შევიდა.

მსგავსი სტატიები