სიახლე 

ფოთში კოვიდ 19 ის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30.03.21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება. მისივე თქმით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი საყურადღებოა. გამყრელიძე აცხადებს, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი უნდა გამკაცრდეს. საქართველოში „ფაიზერით“ იმუნიზაციის პროცესი დღეიდან იწყება. ქვეყნის მასშტაბით 29 250 დოზა სამ დიდ ქალაქშია გადანაწილებული – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ვაქცინის დოზები 6-მა მრავალპროფილურმა კლინიკამ მიიღო. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, სპეციალურ პორტალზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „ფაიზერიც“ დაემატა და დღეში 700-დან 800-მდე მოქალაქის აცრაა დაგეგმილი. დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (37),სენაკის ლაზიკა მედის(14), სენამედის(12),აბაშის ევექსის(11) კლინიკებში , ფოთისა(38)და ზუგდიდის(5) ჰოსპიტალებში გადიან. 30 მარტის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19- ის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსგავსი სტატიები