ლიბერთი ბანკი ლანჩხუთის ქალ-ფეხბურთელთა კლუბის სპონსორია 30.03.31
ლიბერთი ბანკი ყველასთვის საამაყო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბის სპონსორია. თანამშრომლობის ფარგლებში ბანკი კლუბს ფინანსურს და საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს. დღეს გაფორმებული მემორანდუმით, ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის პრინციპების გაძლიერებას და ქალთა ფეხბურთის განვითარებას, ნგანსაკუთრებით რეგიონებში.
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშებაში კი, „ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილი მოიგო.