სიახლე 

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ – სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“, ადგილობრივიმეწარმეობის მხარდასაჭერად, იწყებს მცირე ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობისპროგრამას “ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ (APMTerminals4Poti), რითაც ადგილობრივმოსახლეობასთან კომპანიის ურთიერთობა თვისობრივად ახალ, თანამშრომლობის ფორმატშიგადადის.აღნიშნული პროგრამა მიმდინარეობს ეიპიემ ტერმინალს ფოთის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისმშენებლობის პროექტის ფარგლებში და მოიცავს როგორც ახალი, ასევე, არსებული მცირემეწარმეობის წახალისებას, კონკურენტული ბიზნეს და დასაქმების შესაძლებლობების შექმნით.პროგრამა, რომელიც ფოთის მოსახლეობას არაერთ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სარგებელსმოუტანს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში უშუალოდ განხორციელდება ექსპორტისგანვითარების ასოციაციისა (EDA) და მისი ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, რეგიონალურიგანვითარების ასოციაციის (RDA) მიერ. აღნიშნული ორგანიზაცია შეირჩა ღია ტენდერით,ქართული ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებული წარმატებული გამოცდილებისგათვალისწინებით.APMTerminals4Poti-ის ფარგლებში, მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის წესითმოიპოვონ მიზნობრივი დაფინანსება და ამასთანავე, გაიუმჯობესონ მეწარმეობისთვის საჭიროუნარ-ჩვევები. პროგრამით გათვალისწინებულია 80-ზე მეტი მცირე ბიზნეს პროექტისდაფინანსება, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, ფოთის მოსახლეობასგაუმარტივებს წვდომას სასურველ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე.თითოეულ პროექტზე გამოყოფილი მაქსიმალური მიზნობრივი ბიუჯეტი 4,000 ლარია დაგულისხმობს მოსარგებლეების თანამონაწილეობას, მოთხოვნილი ბიუჯეტის არანაკლებ 20%-ისოდენობით. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი, შესაბამისი გადასახადების ჩათვლით, შეადგენს800,000 ლარს. წარმოდგენილი ბიზნეს იდეის სფერო არ არის შეზღუდული, თუმცა, სასურველიამოიცავდეს ადგილობრივი რეალობისთვის ახალი, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურებისუზრუნველყოფას, აუცილებელია, რომ იყოს მდგრადი სოციალური და ეკონომიკური შედეგისმომტანი და ხორციელდებოდეს ქალაქ ფოთში.რამდენადაც „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერიკომპანიაა, პროგრამის პრიორიტეტია ეკონომიკურ საქმიანობაში მეტი ქალის ჩართვა; გარდაამისა, ახალგაზრდობისა და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა შეუქცევადადწარმოადგენს კომპანიის უმთავრეს ამოცანას. ამრიგად, მიზნობრივი დაფინანსების ბიუჯეტის40% მიმართული იქნება სწორედ ქალების, ახალგაზრდებისა და იძულებით გადაადგილებულიპირების დაფინანსებაზე (იხილეთ ინფორმაცია პროგრამის პრიორიტეტული განმცხადებლებისშესახებ www.eda.org.ge/4poti). მოცემული მიდგომა თანხვედრაშია კომპანიის კორპორაციულიპასუხისმგებლობის ზოგად სტრატეგიასთან, ადგილობრივი საჭიროებების მხარდაჭერისკვალდაკვალ, განახორციელოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტულ მიზნებზე მიმართულიმრავალმხრივი, ქმედითი ღონისძიებები.”დამოუკიდებელი და სტაბილური მცირე ბიზნესის არსებობას საქართველოში, განსაკუთრებითკი ფოთში, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ ეს სეგმენტი წარმოადგენსეკონომიკის საფუძველს და ქვეყნის წარმატებული მომავლის საწინდარს. ამ პროგრამისდაწყებით, გვსურს მოტივირებული ადგილობრივი მეწარმეებისთვის შევქმნათშესაძლებლობები, რაც სრულად ეხმიანება ჩვენს, „მაერსკის“ ღირებულებებს და მდგრადისაქმიანობის პრინციპებს.”- განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა, „ეიპიემ ტერმინალსფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.“ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის“ ფარგლებში ბიზნეს იდეების კონკურსი ოფიციალურად 30მარტს გამოცხადდება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთგანმახორციელებელი ორგანიზაციის Facebook და ვებ-გვერდებზე www.eda.org.ge/4poti ან„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ სოციალურ მედია არხებში Facebook, LinkedIn ან ვებ-საიტზეwww.apmterminals.com/poti. ასევე, პროგრამის ოფიციალურ Facebook გვერდზე(APMTerminals4Poti – ეიპიემ ტერმინალსი ფოთისთვის).“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ–მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა,რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 58 ქვეყანაში, 78 მოქმედი პორტისა და ტერმინალისქსელით.2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდინავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულებააქვს. ნავსადგურში 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათშორის, რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900მეტრს, სადაც 20-ზე მეტი სანავსადგურე ამწეა განლაგებული. სს „კორპორაცია ფოთის საზღვაონავსადგურის“ აქციების შესყიდვის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 85 მილიონაშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული სანავსადგურეინფრასტრუქტურის, საბაჟო საწყობის, სარკინიგზო და საავტომობილო გზებისა და სერვისებისგანახლება-გაუმჯობესების მიზნით.აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა შეძლო ინფრასტრუქტურისადა აღჭურვილობის / ტექნიკის განახლება იმგვარად, რომ ის ყოფილიყო ყველაზეპროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი, როგორცცენტრალურ აზიასა და კავკასიაში მნიშვნელოვანი კარიბჭის, პოზიცია.

მსგავსი სტატიები