კოსტავას ქუჩაზე მინი სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 31 03 21
ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2020 წლის 17 დეკემბერს დაიწყო, მიმდინარე წლის მარტის თვეში დასრულდა.
მას კონპანია შპს ,,სამტრედმშენი” აწარმოებდა რომლის ღირებულებაც 106,294 ლარს აღემატებოდა.
როგორც,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ინფრატრუქტურული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ლევან სონგულია, ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს : აღნიშნული მოედანი, წლების მანძილზე ავარიული და მიტოვებული იყო,სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების ინიციატივა კი მოსახლეობის მხრიდან წამოვიდა, რის შემდეგაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე დასრულებულია და ყველა ასაკის მსურველს შეუძლია მისი გამოყენება.