სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი დასრულდა 31 03 21

25 მარტიდან ფოთის ნანა ალექსანდრიაა სახელობის საჭადრაკო კლუბში ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა.
3 სხვადასხვა ტურნირში 75 მდე ფოთელი მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას, ტურნირი 30 მარტს დასრულდა.
საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომები დაჯილდოვდნენ პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლებთან და დიპლომებთან ერთად თასებიც გადაეცათ.
საჭადრაკო კლუბში ხშირად ეწყობა შეჯიბრებები,რომელშიც 100 მდე ფოთელი წარმატებული მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას და მსგავსი ტურნირები სამომავლოდაც იგეგმება.

მსგავსი სტატიები