სიახლე 

ვაქცინაციასთან დაკავშირებით ფოთელების აზრი არაერთგვაროვანია 31 03 21

საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე ინიციატივით გამოვიდა: ხალხის იმ კატეგორიას,რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს,მთავრობის არცერთი შეზღუდვა არ შეეხება.
აღნიშნული თემით დავინტერესდით და ფოთელ მოსახლეობას ვესაუბრეთ, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინიციატივას არ ეთანხმება და ერთგვარ დისკრიმინაციად აფასებს. ამასთან მათ ვაქცინა საშიშად მიაჩნიათ და მაგალითად გარდაცვლილი ექთანი მოჰყავთ.
საზოგადოება იმის გარანტიას ითხოვს,რომ ვაქცინის გაკეთება ფატალურად არ დასრულდება და მხოლოდ ამის შემდეგ არიან მზად აცრისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ვაქცინა 13 მარტს, ხოლო „ფაიზერის“ 30 000-მდე დოზა 24 მარტს შემოვიდა. ამ დროისთვის კი სულ 6757 ადამიანი აცრილი.

მსგავსი სტატიები