სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 31 03 21

დღეს საქართველოში კორონავირუსის 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მსჯელობენ იმაზე თუ, როდიდან მიეცემა აცრის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს. განიხილება, რომ ასაკი დაიწევს და რეგისტრაციას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. ასევე განიხილება სათადარიგო სიების შექმნაც, იმისთვის, რომ დოზების დანაკარგი არ იყოს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ვინმე არ მივიდა ასაცრელად, აღნიშნული სათადარიგო სიიდან სხვა აიცრება.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს.
როგორც ევროპის წამლების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ვაქცინის ახალი სახელწოდებაა „ვაქს ზევრია“.
შვედეთის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელწოდების ცვლილება შეფუთვის შესაძლო ცვლილების გარდა, სხვას არაფერს შეეხება.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (41),სენაკის ლაზიკა მედის(36), სენამედის(12),აბაშის ევექსის(13) კლინიკებში , ფოთისა(40)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან.
31მარტის მონაცემებით ფოთში კოვიდ 19- ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები