სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 02 04 21

საქართველოში კორონავირუსის 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებო რჩება. ბოლო ორი კვირის დადებითობის მაჩვენებელი 1.8%-ია, შვიდდღიანი მაჩვენებელი – 1.73%. ესეც, გარკვეულწილად, იზრდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 282 789 შემთხვევაა დადასტურებული.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან შემთხვევების მატება შეინიშნება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ფართო ლოკდაუნი არ იგეგმება, რადგან ქვეყანა ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ძალიან რთულად გადაიტანს.
აშშ-ის მოსახლეობის 30%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო. აღნიშნულ მონაცემებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს.
მონაცემების თანახმად, 99 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, ხოლო 56 მილიონი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 529ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (50),სენაკის ლაზიკა მედის(42), სენამედის(12),აბაშის ევექსის(25) კლინიკებში , ფოთისა(41)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან.
მიმდინარე კვირის ფოთის კოვიდ სტატისტიკაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

მსგავსი სტატიები