სიახლე 

აჭარა ტექსტილმა პანდემიის გამო დროებით მუშაობა შეაჩერა 02 04 21

ფოთში არსებული აჭარა -ტექსტილის საწარმო კოვიდ პანდემიის გავრცელების გამო დროებით დაიხურა.
ინფორმაციას ჩვენთან საუბარში აჭარა ტექსტილის დირექტორი გია ლომინაძე ადასტურებს, მისი თქმით 1 კოვიდ 19-ის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ყოველ მესამე დღეს საწარმოს თანამშრომლების ტესტირება ხდებოდა, თუმცა სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება მაინც ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის,აჭარა-ტექსტილის თანამშრომლებში 50-მდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.კოვიდ 19-ის შემთხვევების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და შესაბამისად საწარმომ მუშაობა შეაჩერა .
ლომინაძეს განცხადებით: აჭარა-ტექსტილის ყველა საწარმო, გარდა ფოთისა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ინტერვიუ
აღსანიშნავია,რომ ფოთის, აჭარა-ტექსტილის საწარმო,16 აპრილს აღადგენს მუშაობას.

მსგავსი სტატიები