სიახლე 

ფოთის საბაჟოს მომსახურების სამმართველოს უფროსი დააკავეს 05 04 21

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით,სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საბაჟოს უფროსი დააკავეს.უწყების განცხადებით: ფოთში 4 მარტს,დიდი ბრიტანეთის მიერ ძებნილი და ინტერპოლის ერთიან ბაზაში გატაცეცებულად რეგისტრირებული სამი ავტომანქანა შევიდა,რომელიც მომსახურეობის სამმართველოს უფროსმა დაადეკლარილა,მიუხედავად იმისა ,რომ მისთვის ცნობილი იყო ინფორმაცია ინფორმაცია ძებნილი ავტომანქანების შესახებ.,,ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და პირადი მოტივით, უგელებელყო ავტომანქანების შეჩერებისა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულება, სატრანსპორტო საშუალებები საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაადეკლარირა იმპორტის რეჟიმში და გადასცა დაინტერესებულ პირებს, რითაც ხელი შეუწყო ძებნილი ავტომანქანების თავისუფალ ბრუნვაში მოქცევას და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შემდგომ გასხვისებას”, — აცხადებენ უწყებაში.გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი სტატიები