ფოთში საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგა 3 -ის 2021 წლის ჩემპიონატი დაიწყო 02 04 21
დღეს ფოთში, სტარტი აიღო საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის, 2021 წლის ჩემპიონატმა, „ფოთის კოლხეთი 1913“-მა საფეხბურთო კლუბ „თბილისის დიდუბე 2014-ს“ უმასპინძლა.
პირველი ტაიმი, ფოთელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა, გოლები მე-18 წუთზე შალიკაშვილმა, 37-ე წუთზე წილოსანმა, ხოლო 42-ე წუთზე გვალიამ გაიტანეს.
მეორე ტაიმიც ასევე აქტიურად დაიწყეს ფოთელმა ფეხბურთელებმა და ანგარიში კიდევ ორი გოლით, 61-ე წუთზე გაბელაიას გოლით, ხოლო და 64-ე წუთზე ავტოგოლით,ფოთელების სასარგებლოდ ხუთამდე გაიზარდა და შეხვედრა საბოლოო ანგარიშით 5-0 დასრულდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ტრიბუნებზე გულშემატკივართა, მხოლოდ 30%-ის დასწრება იყო შესაძლებელი.
დღევანდელ შეხვედრაში „კოლხეთის“ მხარდამჭერ საქველმოქმედო ფონდ „ეს ჩვენი გუნდია“-ს მიერ დაწესებული იყო, წამახალისებელი ფულადი პრემია, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემოდა და ის გუნდის კაპიტანს ლაშა გვალიას გადაეცა.
შეგახენებთ, რომ „ფოთის კოლხეთი 1913“ შემდეგ თამაშს, 6 აპრილს ფოთში „გორი 2“-თან გამართავს.