ფოთში კორონა ვირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 05 04 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 228 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 425 პაციენტი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობას დაახლოებით ერთი წელი მაინც მოუწევს პირბადის ტარება , ამასთან იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ.
,,დღეს დილის მონაცემებით, საქართველოში 11 603 ადამიანია აცრილი. როგორც იცით, დიდი ტრაგედიის, ექთნის გარდაცვალების შემდეგ, გარკვეული ჩავარდნა იყო. დღეში, საშუალოდ, 1 000-ზე ოდნავ მეტი აცრა გვაქვს, მაგრამ ეს ცოტაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე დაასახელა ერთ დღეში აცრილთა საშუალო რაოდენობა, რომელიც საჭიროა პანდემიის დასამარცხებლად და ეს მაჩვენებელი დღეში 3000 აცრილი მოქალაქეა.
„ამ ეტაპზე, სულ მცირე, 3 000 აცრა გვჭირდება დღეში. ვაქცინა უკვე საკმარისია ატრაზენეკა“, „ფაიზერი“ და უკვე შემოგვემატა ჩინური „სინოფარმი“. ამიტომ, თავისუფლად შეგვიძლია აცრილთა რაოდენობის გაზრდა. მაქსიმალურად მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მოსახლეობა. გთხოვთ, დაგვიჭიროთ მხარი“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესება, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია. „აღდგომამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე ჩვენ გვექნება მეტად ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებით“, – განაცხადა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან საქართველოს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და ვაქცინების დამატებით რაოდენობებს ელოდება.
მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევა ბევრი არ არის, რაც ძალიან კარგი და დამაიმედებელი ინფორმაციაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით მეტად უქრება ვირუსს მუტაციის შანსი.
დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 464ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის 62),სენაკის ლაზიკა მედის(42), სენამედის(12),აბაშის ევექსის(27) კლინიკებში , ფოთისა(40)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან.
ფოთში 5 მარტის დილის მონაცემებით კოვიდ 19 -ის, 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.