ფოთის N1 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა 05 04 2
ფოთის თეოფანე დავითაიას სახელობის პირველი საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოდან უკვე ,პროექტში გამარჯვებული 9 სკოლა მონაწილეობს.
აღნიშნულ საკითხან დაკავშირებით ჩვენ პირველი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნონა ჟვანიასდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს ვესაუბრეთ.
დემოკრატიული სკოლების ქსელი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ შექმნილ ღია პლატფორმას, რომელიც სკოლებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას და ამ მიმართულებით არსებული წარმატებული სასკოლო პროექტების მთელი ევროპის მასშტაბით გაზიარებას ითვალისწინებს. ის მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: მოსწავლეთა ინიციატივის მოსმენა; სადავო საკითხებზე მუშაობა; ბულინგის პრევენცია; პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა და სკოლაში კეთილდღეობის გაუმჯობესება.