გურამ დოჩანაშვილს, ფოთის საპატიო მოქალაქეს, 6 აპრილს დაკრძალავენ 05.04.21
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1968 წელს მწერალთა კავშირში მიიღეს.
გურამ დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები 1961 წელს ჟურნალ „ცისკარში“დაიბეჭდა მწერალი ლიტერატურული პრემია – “საბას” ლაურეატია, ნომინაციაში – “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”.
მისი გამორჩეული ნაწარმოებებია – „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, “თავფარავნელი ჭაბუკი”, “ლოდი ნასაყდრალი” . აღსანიშნავია რომ გურამ დოჩანაშვილი 2018 წელს ფოთის საპატიო მოქალაქედ – აირჩიეს.
დიდი ქართველი მწერალი,თანამედროვეობის უდიდესი ქართველი, ფოთის საპატიო მოქალაქე გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის გადაწყვეტილებით, მას თბილისის, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ყველასათვის საყვარელ მწერალს გულისტკივილით ემშვიდობებიან ფოთელებიც,
შეგახსენებთ,რომ გურამ დოჩანაშვილის პანაშვიდები ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს. მწერალს 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.