სიახლე 

ამინდის პროგნოზი 05 04 21

5 აპრილს დღის ბოლოდან 6 აპრილის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
ფოთში 6 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 ხოლო ღამით + 13 გრადუსი იქნება,უმეტესად იწვიმებს.
7 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით + 24, ხოლო ღამით + 12 ძირითადად უნალექო დღე გველოდება.
8 აპრილს +19 გრადუსი ხოლო 9 აპრილს+ 11 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

მსგავსი სტატიები