სიახლე 

საქართველოში შესაძლოა კვლავ ლოქდაუნი გამოცხადდეს 06 04 2021

დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კოვიდინფიცირებულთა ამგვარი მატება თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დავუბრუნდეთ შეზღუდვებს“.
მისი თქმით, საზოგადოების მიერ დაწესებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო, ასევე აღნიშნა ისიც, რომ შეზღუდვების გარკვეული მექანიზმების ამოქმედებასთან ერთად, ამოქმედდება მობილობის შეზღუდვის გარკვეული მექანიზმებიც.
„ყველაფერი დამოკიდებული იქნება, იმაზე, თუ რამდენად დაიცავს საზოგადოება უკვე დაწესებულ შეზღუდვებს და ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენ აღარ მოგვიწევს მეტი მკაცრი შეზღუდვების დაბრუნება“-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

აღსანიშნასვია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა ქვეყანაში კვლავ „სრული ლოქდაუნი“ გამოცხადდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სტუდენტებს ვესაუბრეთ

შეგახსენებთ,რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო,შესაძლოა სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს.

მსგავსი სტატიები