სიახლე 

ფოთში კოვიდ-19-ს 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 06 05 04 21

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 196 კი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 284 958 ია. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს,გეგმიური ტესტირების შედეგად,კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი თავს კარგად გრძნობს,ის თვითიზოლაციაში იმყოფება და დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.მართალია ჯერჯერობით ზრდის ნახტომი დიდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ინფიცირების პროგრესირებადი ზრდაა, მოსახლეობაში დამყოლობა უნდა იყოს პირველ რიგში პირბადის ტარება ყველგან და ყველას მიერ, დავიცვათ დისტანცია და ჰიგიენური ნორმები, განაცხადა გამყრელიძემ.ჯანდაცვის სისტემა ტექნიკურად მზადაა,თუმცა რამდენად გაუძლებს იმას,რაც ნოემბერ-დეკემბერში გადაიტანა,რთული სათქმელია ,ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.ექიმების დატვირთვის მაჩვენებელი ბოლო პერიოდში უკიდურესად მაღალი იყო. საწოლფონდი მზადაა,ასევე პირველადი ჯანდაცვა,კოვიდსასტუმროები,მაგრამ ასეთ მაღალ სტრესულ გარემოს როგორიც ჩვენ გვქონდა,სამედიცინო სფერო ძალიან რთულად გადაიტანს. , საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად და თავი დაიცვან,რომ არ მივიღოთ ესკალაციის შემთხვევები აცხადებს თამარ გაბუნია.დღეს ეპიდსიტუაცია ძალიან სარისკოა ამდენად ღამით მოძრაობის შეზღუდვა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია,რომელიც შემთხვევების უკონტროლო მატებისა და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. ასე რომ წმინდა ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა აბსოლიტურად გაუმართლებელია განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. საფრანგეთში სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია,რომ ვაქცინირებული ადამიანები ხშირად სხვებს აინფიცირებენ,თუმცა ჯანმო და სხვა იმუნოლოგები ხაზგასმით აცხადებენ რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება უსაფუძვლოა და მეცნიერულად არ დასტურდება,დღეს საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 897ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 96 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (62),სენაკის ლაზიკა მედის(37), სენამედის(12),აბაშის ევექსის(27) კლინიკებში , ფოთისა(40)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან.ფოთში ამ დროისთვის კოვიდ-19ის 4 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სტატიები