სიახლე 

ფოთის საზღვაო ცენტრში პირველი საწვრთნელი კურსები დაიწყო 07 04 21

ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში პირველი საწვრთნელი კურსები დაიწყო.კურსები პირადი გადარჩენის მეთოდებს, ელემენტარულ პირველად დახმარებას; პირად უსაფრთხოებას სოციალურ პასუხისმგებლობას და უშიშროების განსაკუთრებულ ვალდებულებებს მოიცავს.სექტემბრიდან კი კიდევ 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატება იგეგმება.ფოთის საზღვაო ცენტრი აღჭურვილია სრულიად თანამედროვე სიმულატორით რომელიც გამოიყენება 6 ტიპის სანავსადგურე და სამშენებლო ტექნიკის ოპერირებისათვის საკლასო სწავლების პირობებში.სასწავლო საწვრთნელი ცენტრი 2020 წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. თანამედროვე, ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი სასწავლებელი 1000 სტუდენტზეა გათვლილი. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და სანავსადგურე პროფესიების განვითარებაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სტატიები