სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 07 04 21

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 678 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 196 კი გამოჯანმრთელდა. 3 აპრილს საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კიდევ ერთი სახეობა, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის 100 000 დოზა მიიღო. SINOPHARM-ს არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ვაქცინა მას აპრილის ბოლოს მიიღებს.ვაქცინის შემოსვლამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დაელოდებოდნენ ჯანმოს ავტორიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდნენ ჩინური ვაქცინით იმუნიზაციას; თუმცა, 5 აპრილს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ საკითხზე ვაქცინაციის საბჭოც იმსჯელებს, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა შეიკრიბოს. ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მთავარი პრობლემა SINOPHARM-ის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მისი სიტყვებით, არ არსებობს არცერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ამ ვაქცინის ეფექტიანობას დაადასტურებს.ზაზა წერეთლის განცხადებით, ეჭვს ბადებს ის მომენტიც, რომ გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.ოქსფორდის უნივერსიტეტმა „ასტრაზენეკასთან“ ერთად შემუშავებული „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ბავშვებსა და მოზარდებში გამოცდა შეაჩერა. შესაბამის ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „ბიბისი“ ავრცელებს.როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ენდრიუ პოლარდმა მედიასაშუალებას განუცხადა, ცდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნილა, თუმცა მეცნიერები დამატებით ინფორმაციას ელოდებიან.საქართველოში ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისშია, თუმცა სტატისტიკა იზრდება რეგიონებშიც. აქედან ყველაზე მეტი გურიაში, – 23 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ვირუსზე 12 დადებითი ტესტია ოზურგეთში, ხოლო ჩოხატაურში “კოვიდ-19” ბოლო 24 საათში 5 ადამიანს დაუდასტურდა.მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, რეგიონში ზომების გამკაცრება ჯერჯერობით არ იგეგმება.ლანჩხუთის სამ სოფელსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში თერმოსკრინინგი გრძელდება. მოსახლეობას მასობრივი ტესტირებაც უტარდება.სამეგრელოს რეგიონში მკურნალობის კურსს პაციენტები რუხის (66),სენაკის ლაზიკა მედის(38), სენამედის(12),აბაშის ევექსის(28) კლინიკებში , ფოთისა(40)და ზუგდიდის(4) ჰოსპიტალებში გადიან. დღევანდელი მონაცემებით ფოთში კორონავირუსის 4 ახალი შემთვევა დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები