სიახლე 

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება. 07.04.21

სოციალური ღონისძიებებისთვის ფართების გაქირავება აიკრძალება,გამქირავებელს კი პირობის დარღვევის შემთვევაში 10 000 ლარის გადახდა მოუწევს, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურმა პრევენციული ღონისძიებების მიზნით მიიღო, მას შემდეგ რაც ერთ კვირაში დაახლოებით 20 მდე ობიექტში დარღვევები გამოვლინდა.
“ხშირ შემთხვევაში წინასწარ განზრახვით ხორციელდება ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიებისა თუ სხვადასხვა ღამის კლუბის ორგანიზების მიზნით. მიმდინარეობს მსჯელობა, საბოლოო კონსულტაციებს გავდივართ უწყებები და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული და მესაკუთრე იმ შემთხვევაში გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ მან ყველანაირი პრევენციული ზომები ამოწურა, ხელშეკრულებით თავი დაიზღვია, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს,” – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
აღნიშნული საკითხით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა და ფოთელ სარიტუალო სახლების მეპატრონეებს დავუკავშირდით, როგორც ისინი აცხადებენ: მსგავსი შეზღუდვა მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე ძალიან ცუდად აისახება.
შეგახსენებთ,რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ნებისმიერი ფართის,იქნება ეს სახლი თუ სარიტუალო დარბაზი,სოციალური ღონისძიებებისთვის გადაცემის შემთხვევაში მფლობელი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

მსგავსი სტატიები