სიახლე 

7 აპრილი ხარების დღესასწაულია 07 04 21

დღეს ყველა მოქმედ ეკლესიაში ხალხმრავლობაა. მართლმადიდებლური სამყარო ხარებას ზეიმობს.ლუკას სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა მარიამ ღვთისმშობელს ახარა, რომ იგი შობდა იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას.სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე მორწმუნეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.ამ დღესთან დაკავშირებით, ფოთის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა.მეუფე ქადაგებისას ირიბად შეეხო ადამიანებში ერთმანეთისადმი ,დღევანდელ დამოკიდებულებას, „ერთმანეთის მიმართ ძალიან შეუბრალებლები ვართ და ხშირ შემთხევაში ძალიან მკაცრი განაჩენიც კი გამოგვაქვს„-აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა დღევანდელ ქადაგებაში.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მეუფე ქადაგებისას მიმდინარეობის დროს ჭყონდიდში მიმდინარე პროცესებს არ შეხებია,მაგრამ აღნიშნულ თემაზე მან ქადაგების დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.შეგახსენებთ, რომ 7 აპრილის მართლმადიდებლურ სამყარო ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

მსგავსი სტატიები