სიახლე 

ფოთში, წყალ-სათხილამურო სპორტის ფარგლებში შეკრება გაიმართა 08 04 21

ფოთში, წყალ-სათხილამურო სპორტის ფარგლებში ერთობლივი შეკრება გაიმართა, სადაც სტუმრად ჩამოსული გერმანელი და ბელარუსელი სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას, შეკრების მთავარი მიზანი სპორტსმენების უკეთ მომზადება და დაგეგმილი ჩემპიონატისთვის ფორმის შენარჩუნებაა.
აღნიშნული თემით ჩენი გადამები ჯგუფი დაინტერესდა და გადაწყვიტა ადგილზე გაცნობოდა მიმდინარე პროცესებს, ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრები ფოთის ეკოსისტემით ძალიან კმაყოფილები არიან, და მომავალშიც გეგმავენ ვიზიტებს.
როგორც შეკრების მონაწილეები აცხადებენ:,, ოქროს ტბაზე” იდეალური ჰავა და შესანიშნავი პირობებია სავარჯიშოდ, იმედვონებენ, რომ უახლოეს მომავალში ისინი, ჩვენს ქალაქში ჩემპონატებსაც გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სპორტსმენები 2 კვირით სტუმრობენ ფოთს და 11 აპრილს ქალაქს დატოვებენ.

მსგავსი სტატიები