8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა 08 04 21
8 აპრილი ბოშათა საერთაშორისო დღეა, რომელიც ყოველწლიურად მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება.
აღნიშნული თემაზე, ფოთის მე-4 საჯარო სკოლამ დღეს ღონისძიება გამართა, რომელზეც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეულნი.
ღონისძიება ბოშა ბავშვების მიმართ თანადგომას და მათი სწავლის მხრივ წახალისებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბავშვებს საჩუქრები და სასკოლო ნივთები გადაეცათ
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთის მე-4 საჯარო სკოლა ამ პროექტს უკვე მესამე წელია უძღვება და სისტემატიური ხასიათისაა.