სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 12 04 21

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს 153 წელი შეუსრულდა. 153 წლის წინ, 1868 წლის 11 აპრილს, თეატრის სცენაზე პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“ ანტონ ფურცელაძემ დადგა.
ისტორიულ საიუბილეო თარიღი თეატრის დასმა ყოფილი კულტურის სახლის შენობაში, სპექტაკლის პრემიერით აღნიშნა. სპექტაკლის რეჟისორმა ლაშა შეროზიამ “ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი-დიგი ბუმ-ბუმ პუცი-პუცი “, ჰანოჰ ლევინის ნოველების მიხედვით დადგა.
13 მცირე ნოველა ერთ ტრაგი-კომედიაში ერთიანდება როგორც რეჟისორი ამბობს, შავი კომედია არის ფარი , რომელიც პრობლემებს აღიარებს , უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან . არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას . ეძებენ იქ , სადაც ის არ არის და ეძებენ იქ , სადაც შეიძლება რომ იყოს.
აღსანიშნავია,რომ ზუგდიდის თეატრი მშენებარე პროცესშია. შენდება ორი დარბაზი – დიდი დარბაზი 570 მაყურებელზე, ხოლო მცირე დარბაზი 140 მაყურებელზეა გათვლილი. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. პროექტს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

მსგავსი სტატიები