სიახლე 

ამინდის პროგნოზი 12 04 21

საქართველოში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ. როგორც ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა დღეიდან 14 რიცხვის ღამის საათებამდე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს.
,,მაქსიმალურ ტემპერატურას დასავლეთ საქართველოში კვლავ დაბალს ვინარჩუნებთ, დაბლობ რაიონებში 10-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, რამდენიმე გრადუსით მეტი დაახლოებით 11-დან 12-17 გრადუსის ფარგლებში.14 რიცხვის დღის საათებში მთელს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მივდივართ გამოდარებისკენ და 15-16 აპრილს, დასავლეთ საქართველოში შეიმჩნევა ტემპერატურის მკვეთრი მატება და შესაძლოა ტემპერატურა 24-25 გრადუსი იყოს.”განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.ფოთში 13 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 +11 გრადუსი იქნება,ხოლო ღამით+ 8 +10.დღე უმნიშვნელო ნალექით ჩაივლის.14 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღისით +16 +18,ხოლო ღამით +10 +12 გრადუსი იქნება, დღე უნალექოდ ჩაივლის.

მსგავსი სტატიები