ფოთის რამდენიმე საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 13 04 21
ფოთში , კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაფიქსირების გამო მე-12 საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა , მე- 7 სკოლაში კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას თქმით,სკოლებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა,მესამე საჯარო სკოლაში, რეინფიცირების შემთვევა დაფიქსირდა, კორონავირუსი დირექტორს განმეორებით დაუფიქსირდა ასევე დაინფიცირებულია სკოლის სამი მოსწავლე. ჩვენ მესამე სკოლის დირექტორს ლელა კემულარიას დავუკავშირდით,რომელმაც კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
ამ ეტაპზე ონლაინ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასები იმყოფებიან, რომელშიც ვირუსი დაფიქსირდა, საუბარია, მე-5, მე-6 და მე-9 კლასებზე. დღევანდელი მდგომარეობით სულ 7 სკოლაში წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული და მხოლოდ ერთი მე-12 საჯარო სკოლა არის სრულად დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასული .
როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი ფოთის სკოლებში, ეს,განათლების სამინისტროსთან შეთანხმებითა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე გადაწყდება.