დღეს ფოთში საკრებულოს მეხუთე რიგგარეშე სხდომა გაიმართა 13 04 21
დღეს ფოთში საკრებულოს მ ეხუთე რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე,დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს.
მოქალაქის ელისო ჯანაშიას მიერ წარდგენილ პეტიციას,რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხმაური მოჰყვა.
როგორც ჯანაშიამ განაცხადა,მის მიერ ადრე შეტანილ სამ პეტიციას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც მან საკრებულოს და თვითმმართველობას ,, კარიკატურა’’ უწოდა,რასაც ჯანაშიასა და საკრებულოს თავჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კითხვები ჰქონდა ფოთის თეატრის დირექტორსაც , თენგიზ ხუხიას. ,,როდის უნდა გადაიჭრას თეატრის პრობლემა და შეიქმნას შესაბამისი კომისია,რომელიც პრობლემებს შეისწავლის და მოაგვარებს’’. როგორც თენგიზ ხუხია ჩვენთან საუბარში აცხადებს, მისი კითხვა კვლავ უპასუხოდ დარჩა.
,,ევროპული საქართველოს’’ წარმომადგენლის ვახტანგ დარცმელიძის უკმაყოფილება, უხარისხოდ შესრულებულმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა გამოიწვია, ის შესაბამისს სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ და ხარისხის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.
საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ ერთხმად დავით კვიციანი აირჩიეს. სხდომაზე ყველა საკითხი განიხილეს 6 საკითხი დადებითად ცნეს,ხოლო ერთი მათგანი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.