სიახლე 

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლე-მოკრივეთა შორის კრივში დაიწყო 15 04 21

დღეს, ფოთში სტარტი აიღო „საქართველოს ჩემპიონატმა მოსწავლე-მოკრივეთა შორის“ კრივში, რომელიც საქართველოს ეროვნული კრივის ფედერაციის ორგანიზებით იმართება, მასში საქართელოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოკრივეები მონაწილეობენ. აღნიშნული ჩემპიონატი, ევროპის შესარჩევი ეტაპისთვის ტარდება, რომელშიც გამარჯვებული მოკრივეები მიიღებენ მონაწილეობას, ჩემპიონატი საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება.„ქალაქი ყოველთვის გამორჩეული იყო სპორტის ამ სახეობაში, ბევრი სახელოვანი მოკრივე გვყავს და რათქმაუნდა ეს კიდევ და კიდევ ხელს შეუწყობს ქალაქში ამ სპორტის კიდევ უფრო განვითარებას“-აღნიშნა მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ ჩვენთან ინტერვიუში.შეგახსენებთ, რომ აღნშნული ჩემპიონატი ფოთში დღეს დაიწყო და ის 18 აპრილამდე გაგრძელდება.

მსგავსი სტატიები