სიახლე 

ფოთში კორონა ვირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 04 21

ბოლო 24 საათში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 030 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.14 %-ია.ევროპის წამლის სააგენტო აცხადებს, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აღემატება.„ევროპის წამლის სააგენტო ყველა დაფიქსირებულ შემთხვევას სწავლობს და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მარეგულირებელი ზომები. სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის წამლის ადმინისტრაციასთან და სხვა საერთაშორისო მარეგულირებლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.13 აპრილს აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს.აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი „ვაქცინის მიღების შემდეგ, 6 ადამიანის შემთხვევაში, იშვიათი თრომბოზის განვითარება a.ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, ადგილები დაჯავშნილია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„სინოფარმის“ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით იმნაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მისი მოსაზრება დიდი ხანია ცნობილია. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო მიიღებს.„ვინც ელოდება, მას შეუძლია ისევ ჯანმოს რეკომენდაციას დაელოდოს – ვისაც აქვს ნდობა, ჩვეულებრივი, ტრადიციული ვაქცინების, რადგანაც არავითარი განსხვავება ვაქცინაციის დამზადების ტექნოლოგიაში, ეს იქნება კორონას საწინააღმდეგო, თუ სხვა, უკვე ძალიან დიდი ხნის წინ ცნობილი ვაქცინა, არ არსებობს. აბსოლუტურად ერთნაირი ტექნოლოგიაა. აქედან გამომდინარე, ვიღაცას თანამედროვე ტექნოლოგია მოსწონს, ვიღაცას კიდევ ანტიკვარიატი“, – განაცხადა იმნაძემ.ევროკავშირის წევრი ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ კოვიდპასპორტების შემოღებაზე – ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.ამ გზით ქვეყნები ტურიზმის ხელახალი გახსნის ხელშეწყობას შეეცდებიან. სერტიფიკატები მოიცავს ინფორმაციას, არის თუ არა ვაქცინირებული მოქალაქე, გატანილი ჰქონდა თუ არა კორონავირუსი ან აქვს თუ არა კოვიდის უარყოფითი პასუხი.სერტიფიკატის დახმარებით, ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობას უფრო მარტივად ექნება მოგზაურობის შესაძლებლობა. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ დებულებებზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ეს შეეხება იმ პირებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, ან არ სურთ ვაქცინაცია. აღნიშნულ წინადადებას ევროპარლამენტი უნდა დაეთანხმოს, დეტალებზე მოლაპარაკების დაწყება მაისში იგეგმება.სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში დღეს ვირუსით ინფიცირების, 119 ახალი შემთვევა დაფიქსირდა, საკაარანტინე სივრცეში იმყოფება – 96. კოვიდ კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 237 პაციენტი .თავისუფალ საწოლ ფონდთა რაოდენობა – 101ია , რუხის კლინიკაში იმყოფება – 123 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 25 პაციენტი , სენაკი ლაზიკა მედი – 49 პაციენტი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 48 პირი.

მსგავსი სტატიები